სამტრედიის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია. მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად იმყოფებოდა მელაურის საჯარო სკოლაში, სადაც ქარმა შენობას სახურავის დაახლოებით 1/3 ახადა. მერმა მოინახულა თამარ მეფის ქუჩაზე არსებული ძიუდოს დარბაზი, სადაც ასევე დაზიანებულია სახურავი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა კულაშის ჭიდაობის დარბაზის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წაქცეულია რამდენიმე ხე. მუნიციპალიტეტის მერის ვალერიანე ფოცხვერიას თქმით, დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა დაიწყება უახლოეს ვადებში.

Visited 152 times, 1 visit(s) today