სამუშაო შეხვედრა ნინოწმინდის მერიაში გაიმართა

18/12/2017

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მოადგილეებთან ალექსანდრ მიქელაძესთან და არტავაზდ ტონოიანითან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებთან. შეხვედრაზე კვირის სამუშაო ანგარიშების შესახებ ინფორმაციები მოისმინეს.
მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა სოფლებში განძაში, ეფრემოვკაში, დიდ და პატარა ხანჩალში, უჩმანასა და კატნატუში გარეგანათებისა და საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0