სამუშაო ჯგუფის “მდგრადი და ინკლუზიური ზრდა“ შეხვედრა გაიმართა

16/01/2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ეკატერინე მიქაბაძემ და გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღეს დონორთა საერთაშორისო საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ იმართება. წლევანდელი შეხვედრა ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით საერთაშორისო დონორთა მხარდასაჭერ პროგრამებს შეეხებოდა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში მომუშავე საერთაშორისო დონორთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შესახებ.ეკონომიკურ სამუშაო ჯგუფს სახელწოდებით “მდგრადი და ინკლუზიური ზრდა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი თავმჯდომარეობენ. აღნიშნული ჯგუფი კოორდინირებულად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორებთან კოორდინაციის სამსახურთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0