სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

06/07/2017

ადიგენის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მიმდინარეობს სოფლების მლაშე, ფლატე, არზნის 1415 მეტრი, სოფელ კახარეთი 1492 მეტრი,სოფელ საღრძის 991 მეტრი, სოფლების ბენარა – უნწის 1495 მეტრი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილე–ხიდებითა და რკინა-ბეტონის ღარებით. აღნიშნულ სოფლებში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ათეულობით წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ.ასევე გორგულიდან შოშხოთის მიმართულებით მოიხრეშება 1634 მეტრი გზა, ხოლო სოფელ შოლავერში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და 150 ტონიანი წყლის რეზერვუარის მშენებლობა. 2017 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოსაწესრიგებლად 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისაგან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 2 433 302 ლარია გათვალისწინებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0