სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა ახალციხელ ვეტერანებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ომში გარდაცვლილი გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელად პანაშვიდი გადაიხადა ივლიტის ეკლესიის მოძღვარმა მამა იოანემ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს მიმდინარეობდა. ომში სამცხე-ჯავახეთიდან 27 მებრძოლია დაღუპული.

Visited 188 times, 1 visit(s) today