სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე დღეს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სტუდენტური პარლამენტი და “საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში განახორციელებს პროექტს “განავითარე შენი რეგიონი“.
სტუდენტური პარლამენტისა და საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების წარმომადგენლებმა მხარის გუბერნატორს აღნიშნული პროექტი დეტალურად გააცნეს და მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. იმედი გამოთქვეს, რომ პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებიც.
სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია რეგიონის საკურორტო ტურისტული პოტენციალისა და სამომავლო პერსპექტივების, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

Visited 217 times, 1 visit(s) today