სამცხე-ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს აფართოებს, – აღნიშნული საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემა განვითარდება და მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდება.

„ამ საკითხზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. იყო პერიოდი, როდესაც ეს უნიკალური ნაკრძალი განადგურების პირას იყო და დაცვასა და რეალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა. მე ვსაუბრობ სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემის განვითარებაზე. ვინც ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში, ყველა დამეთანხმება, რომ ამ რეგიონს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დაცული ტერიტორიების მოცულობა გაიზრდება ამ მიმართულებით და ჩვენ იქ მნიშვნელოვან აქტივობებს ვგეგმავთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Visited 104 times, 1 visit(s) today