სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა.

06/03/2017

ბორჯომში, სასტუმროში Crowne Plaza, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული ტრენინგის მთავარ მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიების და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების გაძლიერება და მათთვის ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიით და შესაბამისი სამთავრობო გეგმით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების შესრულების პროცესს. აღნიშნული პროექტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა UK aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0