სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ხალხმრავალი ადგილებისა და ღია სივრცეების დეზინფექცია მიმდინარეობს

19/09/2020

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ხალხმრავალი ადგილებისა და ღია სივრცეების დეზინფექცია მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური ხსნარით მუშავდება ცენტრალური პარკები, საფეხმავლო ბილიკები, სკოლების მიმდებარე ტერიტორიები, ბაზრები, სკვერები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადარბაზოები. სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ტარდება. პროცესს კოორდინაციას და მონიტორინგს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მერიების სამსახურები უწევენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0