სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება

03/11/2017

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. წელს ფერმერებმა უხვი მოსავალი მიიღეს და მეზობელ ქვეყნებში, კარტოფილის ექსპორტის ოდენობაც გაზარდეს. საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს, რაც კარტოფილის წარმოების მაღალი მაჩვენებელია. წელს ექსპორტზე გატანილმა კარტოფილმა 35 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი. მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა შიდა ბაზარზეც დიდია. ფერმერების თქმით, ექსპორტისა და შიდა ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას ფასების გაორმაგება მოყვა, რამაც მათი შემოსავალი 2–ჯერ გაზარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0