სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოსთან არსებული სოციალური და კულტურის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

20/12/2017

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოსთან არსებული სოციალური და კულტურის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც სამოქმედო გეგმის შემუშავების სახელმძღვანელოში შეტანილი ცვლილებები და მისი შედგენის მეთოდოლოგია განიხილეს. აღსანიშნავია, რომ სამცხე ჯავახეთის რეგიონის სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2018- 21 წლებში განსახორციელებელ პროექტებზე მუშაობა დაწყებულია. ჯგუფის წევრებმა დეტალურად იმსჯელეს იმ ძირითად პრიორიტრეტებსა და მიმართულებებზე, რომელთა ასახვა სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანია მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0