სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი, წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

29/12/2017

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი, წლის შემაჯამებელი, სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს და მოიწონეს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე შეაჯამეს მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოები.
2017 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით 42 462 072 ლარის ღირებულების 323 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხარის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალსაკანალიზაციო სისტემები, საბავშვო ბაღები, კულტურისა და ხელოვნების ცენტრები. მისი თქმით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები ეტაპობრივად გვარდება და ეს კურსი აუცილებლად გაგრძელდება მომავალ წელსაც.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გუბერნატორის მოადგილე, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0