სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, განახლებადი ენერგორესურსების შესაძლებლობებისა და მათი ეფექტურად გამოყენების შესახებ იმსჯელეს

04/05/2018

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს, განახლებადი ენერგორესურსების შესაძლებლობებისა და მათი ეფექტურად გამოყენების შესახებ იმსჯელეს. შპს „ახალი ტექნოლოგიების ცენტრისა“ და ლიტვური კომპანია „ერენსტენა“ შეთავაზებას, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში საპილოტედ შერჩეული შენობებისა და რეკრეაციული ზონების ენერგოეფექტური რესურსებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრას მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქი ახალციხე 2014 წლიდან მერების შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც, შემუშავებული აქვთ ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმა. აღნიშნული გეგმა, ძირითადად ითვალისწინებს სათბური გაზების გამოყენების შემცირების სტრატეგიას, ასევე ტრანსპორტის, შენობა-ნაგებობების, გარე განათების, ნარჩენების შეგროვებისა და გამწვანების სექტორში მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას. მერების შეთანხმების პროცესს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განგანვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებთან ერთად უწევს კორდინაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0