ბესიკ ამირანაშვილი სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ორგანიზაციის ზოგადი საქმიანობა გააცნეს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რაც გულისხმობს ერთობლივ თანამშრომლობას რეგიონის ფარგლებში. მათ ასევე განიხილეს ის მიმართულებები რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული, განსაკუთრებული აქცენტები კი ჯანდაცვის კუთხით გაკეთდა .
Visited 112 times, 1 visit(s) today