სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ბათუმში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში” დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, 27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
Visited 381 times, 1 visit(s) today