სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენის წარმომადგენლები ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საქონლის ნიშანდებისა და რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ. მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. რეგისტრაციასთან ერთად ცხოველებს დაავადება თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება, ასევე ხდება სისხლის ნიმუშების აღება ბრუცელოზის გამოსავლენად. პირუტყვის საყურე ნომრიანი ნიშნით ნიშანდებისა და მათი მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღიცხვის პარალელურად, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის რეგიონის მოსახლეობაში საინფორმაციო მასალებიც ვრცელედება. კამპანიის მიზანი ცხოველის მეპატრონეების ცნობიერების ამაღლებაა.
ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ იდენტიფიცირებულია 1939674 მსხვილფეხა და 140466 წვრილფეხა, ხოლო ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულა – 994058 სული ცხოველი.
ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია სავალდებულოა. იგი უზრუნველყოფს ცხოველთა ჯამრთელობის დაცვას, დაავადებების პრევენციასა და კონტროლს, ცხოველური წარმოშობის პროდუქციის მიკვლევადობასა და შეუფერხებელ რელალიზაციას, მომხმარებლის ინეტერსების დაცვასა და ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე დადებითად აისახება.
წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) ერთობლივი ძალიასხმევით ხორცილედება.

Visited 212 times, 1 visit(s) today