სამწუხაროა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ ისევ პასუხგაუცემელია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანიას დაბადების 55 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

“დღეს ზურას 55 წელი შეუსრულდებოდა. 13 წელიწადი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, თუმცა მისი სიკვდილის გამო ტკივილი არც განელებულა და სამწუხაროდ, არც ბოლომდე გვინახავს გამოძიების შეგედი. ეს მართლაც არასასიამოვნოა, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით და პასუხი არ არის გაცემული ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის თაობაზე. არ განელებულა არც ზურას, როგორც სტრატეგიული აზროვნების პოლიტიკოსის საჭიროება. მე, კიდევ ერთხელ ვიხსენებ მის ღვაწლს და კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო სიყვარული მის მიმართ და თანადგომა მისი ოჯახის მიმართ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა

Visited 147 times, 1 visit(s) today