სამხატვრო გალერეაში გამოფენა 2017 გაიხსნა

12/04/2017

ზესტაფონში, სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე 70 – მდე მოსწავლის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენის გახსნაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ვახტანგ ღამბაშიძე მივიდა. ისინი სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს მათ. გამოფენა ტრადიციულია და ის ყოველ წელს ეწყობა გალერეაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0