სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

24/02/2017

სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა დღეს კრწანისის სამხედრო ბაზაზე, საერთო საჯარისო ცენტრში სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მსმენელებს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე მიესალმა და წარმატებები უსურვა. პირად შემადგენლობას სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისა და საერთო საჯარისო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 11-მა კურსდამთავრებულმა 22-კვირიანი სპეციალიზირებული კურსი სამხედრო-საინჟინრო კუთხით გაიარა. სასწავლო კურსი მსმენელებისათვის სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას ითვალისწინებდა. მათ ფორტიფიკაციის, დანაღმვის, განაღმვის, საინჟინრო დაზვერვისა და სხვა სპეციალიზირებული საკითხები შეისწავლეს. სასწავლო კურსს საერთო საჯარისო ცენტრის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0