სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ახალი აკადემიური შენობა ექნება

29/01/2018

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ახალი აკადემიური შენობა ექნება. შენობაში, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება, განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები. შენობის სრული აღჭურვა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0