საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნენ

09/08/2017

საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრები მათთან 28 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ორგანიზებით მიმდინარეობდა. თბილისში, ბორჯომში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ანასაშვილმა წარუდგინა. ღონისძიების მონაწილეებს, ასევე ხვდებოდნენ ცესკოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი და საუბრობდნენ მათთან დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და მოსალოდნელი გამოწვევების შესახებაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0