საპარლამენტო კომიტეტების შემადგენლობა 2-2 წევრით იზრდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო კომიტეტების შემადგენლობა 2-2 წევრით იზრდება – 15 და 17-წევრიანი კომიტეტები, 17 და 19-წევრით იქნება წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს დეპუტატმა გიორგი კახიანმა წარუდგინა.
კომიტეტების შემადგენლობის გაზრდის გადაწყვეტილება უმრავლესობაში სამი ახალი ფრაქციის: ”ქართული ოცნება – კონსერვატორების“, ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ და ”ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისათვის“ შექმნას უკავშირდება. ამასთან, ხელახლა განისაზღვრა კომიტეტებსა და საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
როგორც კახიანმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მიზანშეწონილია, კომიტეტების შემადგენლობა 2-2 წევრით გაიზარდოს და 15 და 17-წევრიანი კომიტეტები, 17 და 19-წევრიანი გახდეს. ამის შესაბამისად მოხდა კვოტების განაწილებაც.
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად განისაზღვრა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებშიც.

Visited 183 times, 1 visit(s) today