საპარლამენტო უმრავლესობას 3 დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან საკუთარი არჩევანი გააკეთონ

23/06/2017

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებს პარლამენტი დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, II მოსმენით განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიურომ მას შემდეგ მიიღო, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკითხის მუხლობრივი განხილვა დაასრულა.
სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დაარეგისტრირეს და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.
ბიუროს წევრებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატები: აკაკი გიგინეიშვილი, გიორგი იაკობაშვილი და ლეილა ფირალიშვილი წარედგინა.
საპარლამენტო უმრავლესობას 3 დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან საკუთარი არჩევანი გააკეთონ და ერთ-ერთი მათგანი, მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგინონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0