საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერმინისტრობის კანდიდატს და ნდობის გამოცხადებისათვის წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას შეხვდა

08/02/2024

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ სტიქიურ და ტრაგიკულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„უმრავლესობის სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით იმ ადამიანების, ოჯახების, მეგობრების და მთელი ქვეყნის მიმართ, რომლებიც გუშინ, გუშინწინ ზემო აჭარასა და ბაღდათში დაიღუპნენ. ასევე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა სამი ადამიანი. განსაკუთრებული სამძიმარი მინდა გამოვთქვა მიშო ბიძინაშვილის მიმართ და მედიის წარმომადგენლებს ვუთხრა ჩვენი სამძიმარი. ძალიან რთული დღეები იყო, დამწუხრებულები ვართ, ჩვენი გულწრფელი სამძიმარი მათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0