საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის შედეგები შეაჯამეს და საორგანიზაციო თემებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან პოლიტიკური დიალოგისა და კონსულტაციების საკითხებს.

Visited 148 times, 1 visit(s) today