საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

28/09/2017

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიასა და თბილისსა და რეგიონებში წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც კამპანიის გაშუქების, ასევე მედიის მუშაობის საკითხსაც.
„ჩვენ მზად ვართ საინტერესო, პროგრამაზე და ხალხზე ორიენტირებულ კამპანიაში მივიღოთ მონაწილეობა და გავიმარჯვოთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0