„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა მედიის წარმომადგენლებთან საკუთარი საქმიანობა შეაჯამა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა მედიის წარმომადგენლებთან საკუთარი საქმიანობა შეაჯამა და ფონდის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტების ამსახველი ვიდეო რგოლის პრეზენტაცია მოაწყო. 2 დღიან გასვლით სემინარზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ, ფინანსური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ციმაკურიძემ და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჯორბენაძემ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.

Visited 136 times, 1 visit(s) today