საპარტნიორო ფონდმა ამერიკულ კომპანია – „შულც გლობალ ინვესტმენტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარტნიორო ფონდმა ამერიკულ კომპანია – „შულც გლობალ ინვესტმენტთან“ (SCHULZE GLOBAL INVESTMENTS) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიას „შულც გლობალ ინვესტმენტ“-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბენარდი, კომპანიის მმართველი დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, მთავრობის წარმომადგენლები, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ავღანეთსა და ერაყში ზალმაი ხალიზადი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმოამდგენელი ნიკოლას ბერლინერი დაესწრნენ. ხელმოწერის ცერემონია მიეძღვნა საპარტნიორო ფონდის მიერ დაგეგმილ 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციას „კავკასიის განახლებად ენერგეტიკულ ფონდში,“ რომელიც დაფუძნებულია ამერიკული კომპანია „შულც გლობალ ინვესტმენტის“ მიერ და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში ინვესტიციების განხორციელებას. საპარტნიორო ფონდი ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე პროექტში უკვე მონაწილეობს, მათ შორისაა ორი ჰესი სვანეთში – 280 მგვტ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის პოტენციური გამომუშავება: 1.2 მლრდ კვტ/სთ-ია და 10 მგვტ სიმძლავრის ჰიდროსადგური კასლეთი 2, წლიური პოტენციური გამომუშავებით 43 მლნ. კვტსთ-ი და ასევე 17 მგვტ ლუხუნი 2 ჰიდროელექტროსადგური რაჭაში.

Visited 213 times, 1 visit(s) today