საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციურ კომპონენტში ცხრა გამარჯვებული სტარტაპერი დააჯილდოვა

26/04/2017

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციურ კომპონენტში ცხრა გამარჯვებული სტარტაპერი დააჯილდოვა. პროექტები ტურიზმის, კვების მრეწველობის, მომსახურების, ინტერნეტ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სხვა სფეროებს მოიცავს. ცხრა ახალი პროექტის დაჯილდოვების ღონისძიება ღია კარის დღის ფარგლებში გაიმართა. ღია კარის დღეზე პროგრამის კოორდინატორების გარდა, დაინტერესებულმა პირებმა კონსულტაციები იმ სტარტაპერებისგან მიიღეს, რომლებმაც კონსკურსში უკვე გაიმარჯვეს და საკუთარი იდეის განხორციელებაზე მუშაობენ. გარდა ამისა, ღია კარის დღეზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი ერთ-ერთი ბიზნესიდეის ავტორის შესახებ, თუ როგორ გახდა სტარტაპერი. „სტარტაპ საქართველო“ პოტენციური სტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს. გარდა ამისა, პერიოდულად დაგეგმილია ტრენინგები იმ აპლიკანტებისთის, რომლებიც „სტარტაპ საქართველოს” ვებ-გვერდზე (startup.gov.ge) ელექტრონულ რეგისტრაციას გაივლიან. აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციების და სტარტაპების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიებს, დახვეწონ ბიზნეს გეგმის წერის უნარები და დაეუფლონ სხვა საჭირო ცოდნას და ინფორმაციას. ტრენინგების ჩატარების თარიღების შესახებ ინფორმაცია გამოცხადდება პერიოდულად. „სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15 საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0