საპარტნიორო ფონდს კომპანია SKY WAY CAPITAL-ის დელეგაცია ეწვია

21/06/2017

“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში SKY WAY CAPITAL-ის დელეგაცია მიიღო. SKY WAY CAPITAL-ის დელეგაცია საქართველოში კომპანიის გენერალური ბორდის წევრის ვლადიმერ მასლოვის ხელმძღვანელობით იმყოფება. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ბელარუსიის დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, ფუნქცია, პრიორიტეტები, მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო. საპარტნიორო ფონდში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე თავის მხრივ კომპანია SKY WAY CAPITAL-ის დელეგაციის წევრებმა ფონდის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საქართველოს ბაზრისთვის მათი პროდუქციის გაცნობა და შეთავაზებაა. SKY WAY CAPITAL-ი ქმნის ფუნდამენტურად ახალ, ინოვაციურ სატრანსპორტო სისტემას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული და ხელმისაწვდომია. კომპანია აწარმოებს ესტაკადის ტიპის ენერგეტიკულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ელექტრო ფოლადის დისკებს, მოძრავ სპეციალური რელსებს და სხვა, რომლის მთავარი უპირატესობებია – ეფექტურობა, ეკოლოგიურობა, გამძლეობა, საიმედოობა და უსაფრთხოება, რაც პროდუქტს უნიკალურს და კონკურენტუნარიანს ხდის მსოფლიო ბაზარზე. კომპანია უნიკალურია თავის სფეროში, შეუძლია დააკმაყოფილოს მთელი რიგი სატრანსპორტო საჭიროებები. SKY WAY CAPITAL-ის მიზანი გლობალური სატრანსპორტო ქსელის შექმნაა, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0