საპარტნიორო ფონდს კომპანია Antgroup-ი ეწვია

04/07/2017

Antgroup-ი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირებით ინტერესდება. ამ მიზნით საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი კომპანია Antgroup-ის დელეგაცია საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს შეხვდა. ფონდში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე თურქული კომპანიის დელეგაციამ ფონდის მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ ფონდის წარმომადგენლებმა Antgroup-ის დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს. თურქული კომპანია Antgroup-ი საქართველოში ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, ასევე, სიმინდის გლუკოზისა და სახამებლის წარმოების დაწყებას გეგმავს. მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. Antgroup-ის შესახებ; კომპანია Antgroup -ი მსოფლიოში 40 წლიანი გამოცდილებით არის ცნობილი. Antgroup -ის პარტნიორები არიან ესეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა AlfaLaval (შვეიცარია), Anhydro (დანია), Westfalia-Seperator (გერმანია) и Fluid-Quip (აშშ). აღნიშნულ კომპანიებთან Antgroup-ი კვების მრეწველობის სფეროში: სახამებლის, შაქრის და ზეთის წარმოების მიმართულებით know-how-ს და ტექნოლოგიური ტრანსფერის პრინციპით თანამშრომლობს. Antgroup ერთადერთი კომპანიაა თურქეთში, რომელსაც პატენტები აქვს სახამებლის მისაღები მანქანების წარმოების სფეროში. კომპანია ახორციელებს აშენებული ობიექტების სერვისს და ეხმარება შემკვეთებს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაში. კომპანის აწარმოებს ასევე, მანქანა დანადგარებს და საწარმოო ხაზებს, აგრეთვე ახორციელებს ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ისეთ კომპანიებისთვის როგორიცაა Cargilli და Amylum

Tweet about this on TwitterShare on Facebook0