საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაქმნელად ვადა ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაქმნელად ვადა ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად კანონმდებლობის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ, თუ არ ვცდები, ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს ვადა კანონმდებლობის შექმნისთვის. რაც ეხება თვითონ სტრუქტურის, ანუ ფონდის შექმნას, რომელშიც თანხების აკუმულირება მოხდება და შემდგომ უკვე ამ თანხების ინვესტირება, რა თქმა უნდა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მას შემდეგ, რაც კანონი დაიწერება, მათ შორის ფონდის დებულება გაიწერება, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ და რა მიმართულებით მოხდება ფონდიდან ინვესტირება. ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ამ წუთში რა შეთანხმებაც არსებობს ისაა, რომ ჩვენც შევეცდებით, კერძო სექტორი ჩავრთოთ ამაში. ჩვენ საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან, მათ შორის, ბიზნესასოციაციასთან მუდმივ შეხვედრებს ვმართავთ. რა თქმა უნდა, ახსნა-განმარტებები იქნება მისაცემი როგორც კერძო სექტორისთვის, ისე თვითონ მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Visited 169 times, 1 visit(s) today