საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლის ანგარიშგების გარე აუდიტს DELOITTE AND TOUCHE LLC განახორციელებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლის ანგარიშგების გარე აუდიტორად კომპანია Deloitte and Touche LLC -ს 83 ხმით მხარი დაუჭირა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებდა: Deloitte and Touche LLC; EY Georgia და Kpmg Georgia. კომისიამ არჩევანი, საუკეთესო პირობების გამო, აღნიშნულ კომპანიაზე შეაჩერა.

Visited 23 times, 1 visit(s) today