სარაქონის უბანში ასფალტო–ბეტონის გზა დაიგება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და გამგებლის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ კირცხში, სარაქონის უბანში, მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ უბანში გზის მოასფალტება განხორციელდება. ასფალტო–ბეტონის საფარი 2კმ–ს მანძილზე დაიგება. სამუშაოებს 440 087 ლარით საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტრო აფინანსებს. გზის მოასფალტება მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა დამთავრდეს, სამუშაოებს შ.პ.ს. ზუგდიდის საგზაო სამმართველო ასრულებს.

Visited 223 times, 1 visit(s) today