სარეაბილიტაციო სამუშაოები მწავნე კონცხზე დასასრულს უახლოვდება

20/07/2016

მწვანე კონცხის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დამცავი კედლები, გარე განათება, სკვერი და პირსი, რომლის სავალ ნაწილზე დაიგო ხის ფაქტურის ბეტონი არმირებული საფარით. ასევე, მოეწყო ლითონის მოაჯირები და 30 ერთეული გარე განათება. სკვერში კი, დაიდგა ძელსკამები და სანაგვე ურნები. სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ბიუჯეტიდან 997 ათას 676 ლარი გამოიყო.
აქტიურად მიმდინარეობს ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩების გაფართოებისა და კეთილმოწყობის სამუშაოებიც, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2 387 021 ლარი გამოიყო.
დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილით ბაღის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნენ. მოინახულეს ბოტანიკური ბაღის ახალი საგუშაგო პუნქტი და მეწყერსაშიში უბნების გამაგრების სამუშაოები, რომელიც ერთდროულად ხუთ უბანზე გრძელდება. ბაღში, ცენტრალურ მარშრუტზე, ზღვის მხარეს, მოეწყობა საყრდენი კედლები და გადასახედები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0