სარევიზიო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე უძღვებოდა. სხდომაზე საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2015 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, ასევე ააიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული ცენტრი „ლილოს“ მიერ 2015 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა შედგა.
დეპუტატებმა სხდომაზე ააიპ „ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N28 ხელოვნების სკოლის“ მიერ 2016 წელში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, ააიპ „სამეფო უბნის თეატრის“ მიერ 2015 და 2016 წლებში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, ასევე ააიპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ – ს მიერ 2015 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
დღესვე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ 2015 წლის და 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე იმსჯელეს. სარევიზიო კომისიის სხდომაზე ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ 2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ქონების მართვის სააგენტო”-ს მიერ 2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა გაიმართა.

Visited 111 times, 1 visit(s) today