სარფში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესი დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარფში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესი დაიწყო. დღეს საძირკვლის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე გაეცნო. ობიექტის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს „დამბა“ აწარმოებს, რომელიც 2018 წლის სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების დამკვეთი აჭარის ა.რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროა.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში სარფის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ამორტიზირებულ შენობაში მიმდინარეობდა.

Visited 202 times, 1 visit(s) today