ისრაელის საელჩოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით სასათბურე მეურნეობებში ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ შეხვედრა გაიმართა
საქართველოში ისრაელის საელჩოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელშეწყობით ზესტსაფონის მუნიციპალიტეტში სასათბურე მეურნეობებში ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ ორდღიანი თრეინინგი ჩატარდა. თრეინინგის ძირითად საგანს სასათბურე მეურნეობების მშენებლობა წარმოადგენდა. აქცენტი გაკეთდა ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა საფარი, ვენტილაცია, ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი. დეტალურად იქნა განხილული პომიდვრის, კიტრის, წიწაკის და სხვა ბოსტნეული კულტურის მოყვანის მეთოდები. თრეინინგში მონაწილეობას ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და პროექტის ექსტენციის და მომსახურეობის გაძლიერება საქართველოში (SEAS) ხელმძღვანელი ბენჯამინ მიულერი იღებდნენ, მათ ასევე სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. თრეინინგის მიზანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო – საკონსულტაციო ცენტრების სპეციალისტების და ფერმერების შესაძლებლობების განვიტარება, რათა სასათბურე ინოვაციების მეშვეობით გაიზარდოს წარმოებული პროდუქცია და შემოსავლები.
სასათბურე მეურნეობებში ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ შეხვედრა გაიმართა
Visited 228 times, 1 visit(s) today