სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

02/08/2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ერთ-ერთი კომპანიაზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის (კირქვა) მოპოვების ლიცენზიის შემოწმება. შემოწმებით შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას უკანონოდ აქვს მოპოვებული 9342,3 მკ კირქვა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის საპირწონე თანხის ოდენობა 18884,28 ლარს შეადგენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისი აქტი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაშია გადაგზავნილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0