სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის პროგრამა იწყება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას აგრძელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას განახორციელებს.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენისას სახელმწიფოსგან 30%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში ან/და რომლის მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს წარმოადგენენ დევნილები, ქალები და ახალგაზრდები, ტექნიკის შეძენისას მისი ღირებულების 40% -ით დაფინანსდება.
ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს.
სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და მოსავლიანობის ზრდას, რაც პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშირისო ბაზარზე.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში დ

Visited 160 times, 1 visit(s) today