სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.
მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან. ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი. წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის გამო სასწრაფი სამედიცინო ბრიგადამ სამ ადამიანს ადგილზე პირველადი დახმარება გაუწია. გარდაცვლილია 4 ადამიანი, 6 კი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულია ასევე ერთი მეხანძრე. ხანძრის ზონიდან მოქალაქეების ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

Visited 300 times, 1 visit(s) today