სასჯელაღსრულების რეფორმა გრძელდება

08/06/2017

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინიციატივითა და ბრძანებით, იცვლება პატიმრების საკნებში განაწილების წესი:
მსჯავრდებულები საკნებში დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან; არამწეველი და მწეველი ბრალდებულები/მსჯავრდებულები სხვადასხვა საკნებში განთავსდებიან.
პარლამენტმა უკვე დაამტკიცა პატიმრობის კოდექსსა და თანმდევ კანონებში შესატანი ცვლილებები:
► შეიქმნება გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
► მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ;
► შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება;
► მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები;
► იხვეწება უვადო მსჯავრდებულთათვის სასჯელის შეცვლის მექანიზმი;
► დაწესებულებაში 3 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად მყოფ მსჯავრდებულ ქალებს, სამი წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების და ამ დროის შვილთან ერთად გატარების შესაძლებლობა ექნებათ;
► იხვეწება პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი;
► ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების უფლება სასამართლოს მიენიჭება;
► მინისტრის მიერ დადგენილი წესით შესაძლებელი იქნება დაწესებულების დროებით დატოვება საფასურის გადაუხდელად, რომელიც ფასიანი სერვისი იყო;
► დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიონ მაცივარი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0