სატელიტური ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ შოვში განვითარებული სტიქიის წარმოქმნის გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელ დამატებით მასალებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ მძიმე ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც 3 აგვისტოს განვითარდა შოვში და მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს.
ბუნებრივია, საზოგადოებაში არის მაღალი ინტერესი სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებას გააცნო პირველადი დასკვნა სტიქიის მიზეზებთან და მასშტაბებთან დაკავშირებით. დასკვნაში ასახულია თუ, სავარაუდოდ, რა დროში განვითარდა მოვლენები. სპეციალისტები კვლავ ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას დამატებით დეტალებზე. ორი დღის წინ, მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომელიც ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. კერძოდ, ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ცვლილებას ადგილი არ აქვს. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენდით, თითქოს, ადგილი ჰქონდა წყლის დაგროვებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და რასაც აღნიშნული ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელიც უკვე სტიქიის შემდგომ არის გადაღებული, დასტურდება თუ როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო კლდეზვავის ჩამოშლით და შემდგომ, უკვე მყინვარის მოწყვეტით. საკმაოდ დიდ ფართობზეა საუბარი, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები. ფოტოებთან დაკავშირებით დეტალებს და ანალიზს, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღესვე წარვუდგენთ საზოგადოებას“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

Visited 33 times, 1 visit(s) today