საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ

02/09/2017

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს (როგორც კონკურსის წესით არჩეულ, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს), საუბნო კომისიაში მიღებული ანაზღაურების გამო სახელმწიფო დაფინანსება არ შეუწყდებათ.
კონკრეტულად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეყვანილ პირებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად დასაქმდებიან, საარჩევნო კომისიაში მიღებული ხელფასი არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება; ასევე, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი პირებს, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
ანალოგიური წესი ვრცელდება საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებსა და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ წარმომადგენლებზე.
ზემოაღნიშნული რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0