საფეხბურთო კლუბ ,,მეშახტე“-ს საწვრთნელი ბაზის, ე.წ. ძველი სტადიონის რეაბილიტაცია სრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საფეხბურთო კლუბ ,,მეშახტე“-ს საწვრთნელი ბაზის, ე.წ. ძველი სტადიონის რეაბილიტაცია სრულდება. მიმდინარე სამუშაოებით ტყიბულის მუნციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე დაინტერესდა.

გამგებელი, მოადგილესთან და შესაბამის სამსახურის უფროსებთან ერთად დეტალურად გაეცნო იმ სამუშაოებს, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

სტადიონზე მოეწყო ლოჟა, სველი წერტილები, სამედიცინო კაბინეტი, მოედნის პარაპეტზე გაკეთდა დამცავი მოაჯირები. ასევე შეიცვალა საფეხბურთო კარებები და აღდგა მოედნის საფარი.

ამჟამად მიმდინარეობს მაყურებელთა დასაჯდომ ადგილებზე სკამების მონტაჟი.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 80 000 ლარს აღწევს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ელიტმშენი“ ახორციელებს.

Visited 482 times, 1 visit(s) today