საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონში ცვლილებს მხარი დაუჭირა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების იმგვარად მოწესრიგებას, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულთან მიმართებით. ამასთანავე, ჩნდება სამართლებრივი საფუძველი მათი განკარგვისათვის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით. პროექტის თანახმად, ხელოვნურად შექმნილი კუნძულის და ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით იმოქმედებს ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები და მოთხოვნები.

„ბათუმში მიმდინარეობს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელება. ამ ეტაპზე დაწყებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები. ვინაიდან, დღეს მოქმედი კანონმდებლობა საერთოდ არ არეგულირებს შიდა წყლებში კუნძულებისა და ნახევარკუნძულების მოწყობისა და მათი განკარგვის საკითხებს, მთავრობამ აღნიშნული საკითხების სამართლებრივად მოწესრიგების მიზნით პარლამენტის წინაშე ეს ინიციატივა დააყენა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ.

კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.
თქვენ გაგზავნეთ

Visited 14 times, 1 visit(s) today