საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს ეროვნული ბანკს გადაეცემა

21/02/2017

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს ეროვნული ბანკს გადაეცემა – კანონპროექტი, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.
ამ კანონპროექტით აღდგება სტატუს-კვო, რომელიც 2015 წლამდე არსებობდა, როდესაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ერთერთ ფუნქციას წარმოადგენდა.
„ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკს“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0