საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის

30/01/2018

2018 წლის 30 იანვარს, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნდა “ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“ შედეგები, რომლის თანახმადაც, საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის.

“ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ჩვენი თითოეული რეფორმა და ინიციატივა ფოკუსირებულია, რომ დავძლიოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მთავარი გამოწვევები, როგორიც არის უმუშევრობა და სიღარიბე. აღნიშნულ ინდექსში დაწინაურების შედეგად ჩვენ შევძლებთ, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ეკონომიკაში, დავაჩქაროთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა და, როგორს შედეგი, შევქმნათ მეტი სამუშოა ადგილი . მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გუნდს, ყველა საჯარო უწყებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს , რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და მივულოცო მათ ეს ძალიან დიდი წარმატება” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ საერთაშორისო აღიარება მიიღო და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო ათწლეულის მანძილზე გატარებული ღონისძიებების შედეგები.
კვლევა შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას:

ბიუჯეტის გამჭვირვალობის.
საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობის.
ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.

აღნიშნული ქულა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგია, მათ შორის, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაძლიერება, ანგარიშგების ყოვლისმომცველობის გაზრდა და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0