საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული საწარმო „ექსპერტიზისა და კვლევების ცენტრი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ დირექტორის მოადგილე სერგეი მარჩენკომ და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკიამ მოაწერეს.
მემორანდუმი სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ნაწარმის და მათი ხარისხის კონტროლის, ფარმზედამხედველობის, სამეცნიერო კვლევების, სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაკეთობების ბრუნვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
დღესვე, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ვალერი მალაშკოს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მინისტრებმა სამომავლო გეგმები ფარმაცევტული, ტრანსპლანტაციის და ონკოლოგიის მიმართულებით განიხილეს.
შეხვერდას მინისტრებთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და ბელარუსის დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

Visited 169 times, 1 visit(s) today