საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები აკავშირებთ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორებოს ურთიერთანამშრომლობით ფორუმი „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის – სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა. ფორუმზე წარმოდგენილი იქნა კვლევის – „ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის გზით“ შედეგები. ასევე, წარიმართა საუბარი საქართველოში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე. როგორც ვიცე-პრემიერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დიაგონალურმა კუმულაციამ შესაძლებელი გახადა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები აკავშირებთ, რაც თვალსაჩინო მაგალითია, იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და როგორ გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და თურქეთის მთავრობების, აშშ – ის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID), ასევე ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, სავაჭრო პალატებისა და ასოციაციების წარმომადგენლებმა, აგრეთვე მეწარმეებმა საქართველოდან და თურქეთიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართა B2B შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის კომპანიებს შორის, რომლებიც ინვესტიციებით ან/და ერთობლივი საწარმოების შექმნით არიან დაინტერესებულნი.

Visited 38 times, 1 visit(s) today